დიზაინი
ჩვენ მიერ შექმნილი ვებ-გვერდი პირველ რიგში ესთეტიკურად მიმზიდველი და ჰარმონიულია. მასში გაერთიანებულია დამკვეთის სურვილები და ვებგვერდის დიზაინის შემუშავების საერთაშორისო სტანდარტები.
პროდუქტის ხარისხი
ჩვენ მიერ შემოთავაზებული პროდუქტი დახვეწილია, როგორც გრაფიკული ელემენტების, ისე პროგრამული კოდის გამართულობის თვალსაზრისით.
ფასი
ჩვენ გთავაზობთ რეალურ ფასებს, რომელიც განისაზღვრება ვებ საიტზე დახარჯული დროითა და განსახორციებელი სამუშაოს სირთულით და არა დამკვეთის სახელით, ან წლიური ბიუჯეტით.
დაცულობა
ჩვენი პროდუქტის პროგრამული კოდი მაქსიმალურად დაცულია გატეხვისა და ჰაკერული შემოტევებისაგან. ვინაიდან, უსაფრთხოება უზრუნველყოფილია გამართული პროგრამული უზრუნველყოფითა და სისუსტეების გათვალისწინებით.
ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მიერ შექმნილი დინამიკური საიტები იმართება ინდივიდუალური შინაარსის მართვის მექანიზმით (CMS) რომლის კოდი და მოდულების წყობის მექანიზმი სხვა გავრცელებული ალტერნატივებისგან (Joomla, Drupal და ა.შ) განსხვავებით არ არის ღია და ცნობილია მხოლოდ ჩვენთვის - დამკვეთისთვის და შემსრულებლისათვის.
საიტის ადმინისტრირების საკუთარი მექანიზმი (CMS)
ჩვენ შევიმუშავეთ საიტის ადმინისტრირების მექანიზმი, რომელიც ზემოაღნიშნული დანიშნულების - საიტის დაცვის ფუნქციის გარდა, საშუალებას გვაძლევს დავამზადოთ ნებისმიერი სახის მოდული საიტისათვის და არ შემოვიფარგლოთ ღია მექანიზმების შესაძლებლობებით.
ინოვაციური მიდგომები
ჩვენი ყოველი პროდუქტი შექმნილია თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით და გამოყენებულია უახლესი ტექნოლოგიები.
ოპტიმიზირებული პროდუქტი საძიებო სისტემებისათვის
ჩვენ გთავაზობთ საძიებო სისტემებში სწორად ინტეგრირებულ ვებ-გადაწყვეტილებებს, რომლის საშუალებით თქვენი საიტი ყოველთვის იქნება საძიებო სისტემების პირველ გვერდებზე.
ამასთან, აღვნიშნავთ, რომ ქართული ვებ-ტექნოლოგიების განვითარების ბაზარზე, ჩვენ ვართ ერთადერთი კომპანია, რომელიც იწყებს ე.წ. „მეგობრული URL-ების“ (Friendly URL) ტექნოლოგიის მასიურ დანერგვას. რომელიც კიდევ უფრო აუმჯობესებს საიტების ძიების პროცესს.
დამკვეთთან ურთიერთობა
პროექტის მიმდინარეობის პროცესში, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ დამკვეთებთან, ვითვალისწინებთ მათ სურვილებს, უპირატესობებს და ასევე ვთავაზობთ საკუთარ გამოცდილებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც დამკვეთების კმაყოფილების დამსახურება, ისე ხარისხიანი, პროფესიონალურად შესრულებული პროდუქტის მიღება, რომელიც ეფექტიანი მარკეტინგული იარაღი იქნება როგორც მათთვის, ასევე ჩვენთვის.
ტრენინგი და მხარდაჭერა
ყოველი პროექტის დასრულების შემდეგ, ჩვენ ვატარებთ უფასო ტრენინგს დამკვეთებისათვის, რათა სრულად და სწორად გავარკვიოთ ისინი შინაარსიის მართვის სისტემის (CMS) მუშაობის პრინციპებში.
პროექტის დასრულებიდან 2 თვის განმავლობაში, ჩვენ ყოველგვარი დამატებითი ანაზღაურების გარეშე, ვახორციელებთ ხარვეზების აღმოფხვრისა და ცვლილებების შეტანის ოპერაციებს.





