ძირითადად, საიტების ღირებულება განისაზღვრება შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:
დიზაინ-მაკეტის სირთულე
დაგვეთანხმებით, რომ ქსელში უამრავი საიტია, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდება არა მხოლოდ ფერებით, არამედ სირთულითაც. რაც უფრო რთული და ხარისხიანია მისი დიზაინი, მით მეტი დრო სჭირდება მის გაკეთებას და შესაბამისად იზრდება მისი ღირებულება.
მაკეტის და დამატებითი გვერდების "დაჭრა"
"დაჭრა" გულისხმობს დიზაინ მაკეტის გადაკეთებას HTML ფორმატად. ძირითადად, რესურსთა უმრავლესობა იგება ერთი დიზაინ-მაკეტის საფუძველზე. თუ საიტი რთულია და შესაბამისად საჭიროა არა ერთი, არამედ რამდენიმე მაკეტის ან დამატებითი ფორმების დაჭრა, სამუშაოს საერთო ღირებულება იზრდება.
ინდივიდუალური პროგრამული მოდულების შემუშავება
ჩვენი საიტების საბაზისო კომპლექტი მოიცავს პროგრამული მოდულების გარკვეულ სახეობებს, როგორებიცაა მაგალითად ახალი ამბები, ფოტოალბომი, კითხვა-პასუხი. იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა დამატებითი მოდულების დამატება - პროდუქციის კატალოგი, ვიზიტორთა რეგისტრაცია, საქონლის შეკვეთის ფორმა და ა.შ, ანუ ისეთი მოდულების, რომელთა ინდივიდუალური შემუშავებაა საჭირო საიტის ღირებულება იზრდება.
ბანერების, ანიმაციური ელემენტების და რგოლების დამატება (Flash ანიმაცია)
ბანერები, ანიმაციური ელემენტები და რგოლები ყოველთვის ინდივიდუალური ნაწარმია. მათ დამუშავებას სჭირდება საკმაოდ დიდი დრო, ცოდნა და გამოცდილება. ბუნებრივია, რომ ანიმაციური ელემენტების დამუშავების ფასები ვარირებს სამუშაოს სირთულის და საჭირო დროის გათვალისწინებით.
აი, ესაა ძირითადი კომპონენეტები, რაზეც არის დამოკიდებული ვებ-პროექტის ღირებულება.
სიმარტივისთვის ვებ-გვერდების დამზადება ჩვენ დავყავით რამდენიმე კატეგორიად და საორიენტაციო ფასებიც დავურთეთ:
- ბიზნეს საიტი - 1000 ლარიდან
- კორპორატიული საიტი - 1500 ლარიდან
- ექსკლუზიური საიტი - 3000 ლარიდან
შენიშვნა: ფასი არ შეიცავს დღგ-ს.
დასასრულს, კი გვინდა მოგითხროთ რატომ არ შეიძლება საიტი ღირდეს 100 ლარი?
დამკვეთებთან ურთიერთობის დროს საიტის ღირებულების თემა ხშირად განიხილება ხოლმე. ზოგიერთ მათგანს უთქვამს, რომ მათ მეგობრები სთავაზობდნენ საიტის შექმნას 2 საათში 100 ლარად. გვჯერა, მაგრამ ამ დროს სხვა სიტუაციასთან გვაქვს საქმე.
უხეშად რომ ვთქვათ არსებობს 2 ტიპის საიტი - პროფესიონალურად შესრულებული და მოყვარულების მიერ გაკეთებული. მეორე ტიპის საიტი 100 ლარი შეიძლება ღირდეს. პროფესიონალური საიტი, რომელიც ბიზნესზეა გათვლილი 100 ლარი ვერ ეღირება




