მომსახურება
ბრენდინგი

ბრენდის შემუშავება გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მომავალი პროდუქტის, საქონლის ან მომსახურების აუდიტორიის ფორმირების პროცესში.

ჩვენი დახმარებით თქვენ შეძლებთ გაცილებით მეტი ყურადღებისა და ლოიალურობის მოპოვებას თქვენი პროდუქტის ან მომსახურების პოტენციური მომხმარებლებისაგან.

კომპანია დიჯიტალი, ბრენდის შექმნის თვალსაზრისით, გთავაზობთ შემდეგ მომსახურებებს:

  • კორპორატიული სტილის შექმნა;
  • ლოგოტიპების შემუშავება;
  • ექსკლუზიური შრიფტების დამზადება;
  • საბეჭდი პროდუქციის მომზადება.
კორპორატიული სტილის შექმნა
კომპანიის საფირმო სტილი (მისი ვიზუალური იდენტურობა) გახლავთ სავაჭრო ნიშნის ერთგვარი გრაფიკული გარეგნული მახასიათებელი. მისი არ არსებობა, ანდა არაპროფესიონალურად შესრულება ნიშნავს კონკურენტთა შორის იდენტიფიკაციის, სუბიექტური ნიშნის არქონას.
ლოგოტიპების შემუშავება
ლოგიტიპის შემუშავების მთავარი მიზანია ყურადღების მიპყრობა კომპანიის მიერ განხორციელებად საქმიანობაზე. მისი შემუშავებით იწყება ისეთი მნიშვნელოვანი ვიზუალური მახასიათებლის ჩემოყალიბება, როგორიცაა კორპორატიული სტილი.