რად გვინდა საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფა?
ადრე თუ გვიან ყველა მმართველი მიდის იმ დასკვნამდე, რომ რაღაც არასწორად ხდება:
- მენეჯერები არ მუშაობენ ეფექტურად;
- სანახებში იკარგება საქონელი;
- შეკვეთები იგვიანებს ან საერთოდ იკარგება;
- ბიზნეს პროცესების მიმდინარეობა არ ექვემდებარება ანალიზს და ა.შ.
ეს ჩამონათვალი შეიძლება გაგრძელდეს დაუსრულებლად, ბიზნესის კონკრეტული სპეციფიკიდან და კომპანიის შიგნით მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე. მიზეზი კი, როგორც წესი ერთია - მონაცემთა შენახვისა და სისტემატიზაციის ინსტრუმენტის არქონა ანდა მათი დაბალი დონე.
ყველაზე პოპულარული პროდუქტი, რომელიც ჩვენ ქვეყანაში გამოიყენება ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციისათვის არის MS Excel - ნამდვილად კარგი პროგრამა ელექტრუნულ ცხრილებთან სამუშაოდ. მას იყენებენ ყველაფრისათვის კლიენტების და შეკვეთების ბაზების საწარმოებლად თუ კვირის გეგმების შესადგენად. თითოეული თანამშრომელი ადგენს საკუთარ ბაზას, ავსებს მას და ავითარებს. პარალელურად ყოველ დღე/კვირა/თვე გადასცემს ფაილს თავის დირექტორს, რომელიც კონსოლიდირებულ ფაილს აკეთებს და ა.შ. შემდეგ ფაილები იკარგება, იშლება, სამსახურიდან წასულ თანამშრომლებს თან მიაქვთ, ერთი სიტყვით ინფორმაცია ქრება და საჭიროების შემთხვევაში ვეღარ ვნახულობთ მას. რა თქმა უნდა არსებობს სერვერი, რომელზეც ინახება ფაილები, მაგრამ მათი რაოდენობა იმდენად დიდია, რომ უმჯობესია მათი წაშლა, ვიდრე ანალიზის თუ ანგარიშის შედგენა. ზუსტად ამ დროს ჩნდება მიდგომის შეცვლის იდეა.
რა ვქნათ?
შემდეგ ეტაპზე თქვენ მიდიხართ უფროსობასთან, ან მეგობრებთან რჩევის საკითხად, პარალელურად შეისწავლით მასალებს ინტერნეტში და მიხვალთ დასკვნამდე, რომ გჭირდებათ ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია. ერთი შეხედვით, იმის პოვნა, რაც თქვენ გჭირდებათ მხოლოდ დროის საკითხია, ინტერნეტში ხომ მრავლადაა მსგავსი შემოთავაზება. თქვენ აფასებთ ერთ პროგრამულ უზრუნველყოფას, მეორეს, მესამეს... და ხვდებით რომ რაღაც სხვა გჭირდებათ.
საქმე იმაშია, რომ ბიზნეს პროცესები ნებისმიერ კომპანიაში თავისებურად უნიკალურია და სადაც საჭიროა დეტალიზაცია, იქ ზედაპირულ ინფორმაციას გვაძლევენ მხოლოდ. აქ ხვდებით, რომ გჭირდებათ საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფა, მორგებული მხოლოდ თქვენ საჭიროებებზე.
შემდეგი ნაბიჯი
რა ხდება შემდეგ. თქვენ ცდილობთ შეადგინოთ ტექნიკური დავალება. ამის გაკეთება არ ღირს დამოუკიდებლად. უბრალოდ აღწერეთ ბიზნეს პროცესები, რომელთა ავტომატიზაციაც გსურთ, შეადგინეთ შესაძლო ანგარიშთა ჩამონათვალი და გადმოგვიგზავნეთ. ჩვენ შევისწავლით მათ, შევადგენთ ტექნიკურ დავალებას, შევათანხმებთ თქვენთან და ხელს მოვაწერთ საჭირო დოკუმენტაციას.
ჩვენი სამუშაო პროცესი
აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ ვიწყებთ პროგრამირებას. არ ღირს ნერვიულობა თუ რა გამოვა ბოლოს. ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ, შევათანხმებთ დეტალებს, ანუ თქვენ მიიღებთ უშუალო მონაწილეობას პროცესში.
რას გთავაზობთ:
- პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება ორგანიზაციის ბიზნეს-პროცესების სამართავად;
- პროგრმული უზრუნველყოფა წარმოების ავტომატიზაციისათვის;
- ბუღალტერიის, ვაჭრობის პროგრამები;
- პროგრამული უზრუნველყოფა სასწავლო პროცესისათვის;
- სამეცნიერო-და მეცნიერულ-ტექნიკური შინაარსის პროგრამები;
- ინტერნეტის და ლოკალური ქსელების პროგრამები;
- მონაცემთა ბაზებთან სამუშაო პროგრამები;
- პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა;
- პროგრამული უზრუნველყოფის ადაპტაცია დამკვეთის საჭიროებებთან;
- ტექნიკური მხარდაჭერა;
- ვებ-პროგრამირება.
რისთვის გვჭირდება ეს ყველაფერი?
იმისათვის რომ თქვენ მიიღოთ:
- ერთიანი სამუშაო სივრცე ყველა თანამშრომლისთვის, მათი ტერიტორიული მდებარეობისგან დამოუკიდებლად;
- კონტროლი ნებისმიერ ბიზნეს პროცესზე ნებისმიერ დროს;
- სწრაფი ანგარიში და ანალიზი;
- პერსონალის ეფექტურობის შეფასება.
იგივე, ოღონდ სხვა სიტყვებით:
- გაყიდვების გაზრდა;
- პერსონალის მუშაობის ეფექტურობის გაზრდა;
- კლიენტების ლოიალურობის გაზრდა;
- გრძელვადიანი პერსპექტივების დაგეგმვა.




