მომსახურება
ჩვენი სი-ემ-ესი

CMS (Content Management System) – საიტის შინაარსის მართვის სისტემა

შინაარსის მართვის სისტემა, ანუ როგორც მას უწოდებენ „საიტის ძრავა“, გახლავთ პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ამუშავებს საიტს და იძლევა მისი მართვის საშუალებას. საიტი მუშაობაში პირველ რიგში იგულისხმება  საიტის სტრუქტურის ფორმირება, მნახველთა ახალი გვერდების გენერაცია, საიტის შიდა ძიების მექანიზმი და ა.შ.

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ გველა გვერდი რომელიც ვიზიტორის ეკრანზე გამოდის სწრაფად იტვირთებოდეს. ცუდად აწყობილი სისტემა თითოეული გვერდის ფორმირებაზე ბევრ დროს ხარჯავს, რის შედეგად მომხმარებლები არ ელოდებიან მის ჩატვირთვას და ტოვებენ გვერდს. აუცილებელია მოიძებნოს კომპრომისი გვერდის ჩატვირთვის სისწრაფესა და ფუნქციონალობას შორის.

გარდა ამისა, საკუთარი CMS საიტის ფუქციონალობის და შინაარსის მართვის საშუალებას იძლევა. რაც უფრო სრულყოფილია იგი, მით მარტივია საიტის მართვა და მხარდაჭერა.

ჩვენ გვაქვს შინაარსის მართვის სისტემის შექმნის დიდი გამოცდილება, რომელსაც გამოვიყენებთ იმისათვის, რომ შემოგთავაზოთ თქვენ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილება.