ვებ გვერდების დამზადება მოიცავს ორ უმნიშვნელოვანეს ეტაპს - საიტის დიზაინის შემუშავებას და საიტის პროგრამული ნაწილის აწყობას.
საიტის დიზაინის შემუშავება
მოგეხსენებათ, რომ აღქმის სისტემის თავისებურების გამო, ინფორმაციის საკმაოდ დიდ ნაწილს ვიღებთ მხედველობითი რეცეპტორებიდან. ადამიანების გარეგნული მხარე და სხვადასხვა საგნების გაფორმება ჩვენთვის ძალიან მნიშნვნელოვან როლს თამაშობს. საიტის დიზაინი არ გახლავთ გამონაკლისი. ამა თუ იმ გვერდზე მოხვედრისას, მაშინ როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რა ინფორმაციას მივიღებთ, ჩვენი მხედველობითი რეცეპტორები უკვე აფასებენ საიტის ვიზუალურ მხარეს თავისი კრიტერიუმებით.
საიტის დიზაინის შემუშავება ძალინ სერიოზული და საპასუხისმგებლო ეტაპია. იგი უნდა აკმაყოფილებდეს ისეთ მოთხოვნებს, როგორებიცაა კითხვადობა, თემასთან თავსებადობა ფუნქციონალობა და ა.შ.
გამოცდილმა დიზაინერებმა იციან როგორ გახადონ ინფორმაცია საიტზე ადვილად აღქმადი და დამმახსოვრებადი.
ჩვენი კომპანიის ვებ დიზაინერები აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ საიტის დიზაინი პასუხობდეს მის წინაშე წაყენებულ ყველა მოთხოვნას და შეესაბამებოდეს დამკვეთის სურვილებს. გამოცდილება, მაღალი მოტივაცია და პროფესიონალიზმი გვაძლევს საშუალებას შევქმნათ წარმატებული და ესთეტიკური ინტერნეტ-გვერდები.
საიტის პროგრამირება
საიტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს მისი „ძრავა“ ანუ პროგრამული საფუძველი. საიტის პროგრამირების დროს ხდება მისი ფუნქციონალის, პროგრამული მოდულების შექმნა და ა .შ. უმნიშვნელო შეცდომამაც კი საიტის პროგრამირების დროს შეიძლება შეაფერხოს საიტის მუშაობა, ამიტომ ამ საკითხს დიდი პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ.
ჩვენ გთავაზობთ საიტების პროგრამირებას ისეთი ინსტრუმენტების გამოყენებით როგორიცაა PHP, HTML, CSS, JavaScript, Ajax და ა.შ. ჩვენი კომპანიის პროგრამისტები ნებისმიერ საიტზე მუშაობისას ხელმძღვანელობენ პრინციპებით:
- მაქსიმალური საიმედოობა;
- მართვის მაქსიმალური ავტომატიზაცია;
- მაქსიმალური ფუნქციონალობა;
- შეცდომების სრული აღმოფხვრა.
ამ პრინციპების გათვალისწინებით ჩვენი კლიენტები იღებენ მუშა, საიმედო და ადვილად მართვად საიტებს.





