საიტის გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელია მისი პერმანენტული, კომპლექსური მხარდაჭერა.
იგი მოიცავს, როგორც სუფთა ტექნიკურ, როგორიცაა ტექნიკური აუდიტი, საიტის მუშაობის მონიტორინგი, ასევე მარკეტინგულ მომსახურებათა ერთობლიობას, როგორიცაა ბანერების დამზადება, საიტის ტექსტების მომზადება, განთავსება და ა.შ.
საქმის მრავალფეროვნება მოითხოვს სხვადასხვა ტიპის სპეციალისტის ჩართულობას, რომელთა მომსახურებაც შეგიძლიათ მიიღოთ ერთ ადგილას - ჩვენთან.
აღნიშნული მომსახურების ფასი ჩვენ კომპანიაში, გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მხარდაჭერისათვის პერსონალის დაქირავებისათვის საჭირო თანხა.
ტექნიკური მხარდაჭერა გახლავთ მომსახურების ერთობლიობა, რომელიც აუცილებელია საიტის შეუფერხებელი მუშაობისა და აქტუალობის შესანარჩუნებლად. ტენიკური მხარდაჭერა მოიცავს ისეთ მომსახურებებს როგორიცაა: საიტის ტექნიკური აუდიტი, საიტის მოდერნიზება და მუშაობის მონიტორინგი.





