ჩამოთვლილი სერვისების გარდა ჩვენ კომპანიაში მიიღებთ ისეთი სახის მომსახურებებს, როგორიცაა ბანერების დამზადება, საიტების ცალკეული გვერდების დამატება და ახალი მოდულების შემუშავება.
ბანერების დამზადება
საიტის განვითარებისათვის რეკლამა აუცილებელია. სარეკლამო ინსტრუმენტების ჩამონათვალში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სარეკლამო ბანერებს, რომელთა სხვადასხვა სახეობა- ანიმირებული ბანერები, Flash თუ gif ფორმატის ბანერები ჩვეული ელემენტი გახდა ინტერნეტ სივრცეში.
თავდაპირველად ბანერები გამოიყენებოდა გარე რეკლამის სახით, იმიჯის შესაქმნელად და პოტენციული კლიენტების მოსაზიდად, შემდეგ ამ სახის რეკლამამ გადაინაცვლა ჟურნალ-გაზეთების ყდებზე და ბოლოს ინტერნეტში. სტატიკური და ანიმაციური ბანერები (როგორც ტრადიციული, ასევე Flash) წარმოადგენენ გრაფიკულ მასალას, რომელიც ერთდროულად არის სარეკლამო მოდულიც და ბმულიც გარკვეულ გვერდზე გადასასვლად.
ჩვენ კომპანიაში თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ, ნებისმიერი ფორმატისა და სირთულის სტატიკური თუ ანიმაციური ბანერი.
საიტების ცალკეული გვერდების დამატება
ხშირად დამკვეთები ითხოვენ უკვე არსებულ საიტებზე ცალკეული გვერდების დამატებას, რაც დაკავშირებულია მათი მომსახურების სფეროს გაფართოებასთან, ინფორმაციის ახალი კატეგორიის დამატების ან ფუნქციონალის შეცვლის აუცილებლობასთან.
ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმეა მთავარი გვერდის დამატება, რომელიც საიტის სახეს წარმოადგენს და ძირითად აზრობრივ თუ ფუნქციურ დატვირთვას ითავსებს. იგი უნდა მოიცავდეს მხოლოდ აუცილებელ ინფორმაციას, არ უნდა იყოს გადატვირთული და HTML შეცდომები მთლიანად უნდა იყოს აღმოფხვრილი. ხშირად მომხმარებლები ტოვებენ საიტს მისი მთავარი გვერდის ჩატვირთვამდე. შესაბამისად, გამოცდილი სპეციალისტები ცდილობენ ნაკლებად გამოიყენონ ფლეშ ანიმაცია და მოათავსონ ამ გვერდზე მხოლოდ აუცილებელი ინფორმაცია, გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით.
ასევე, საიტის გვერდის აწყობა აუცილებლად უნდა იყოს მორგებული საძიებო სისტემების მოთხოვნებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი არსებობის შესახებ ვერავინ გაიგებს. საძიებო სისტემების ალგოლითმები მუდმივად იცვლება და მხოლოდ გამოცდილმა სპეციალისტებმა იციან რა არის საჭირო იმისათვის, რომ თქვენი სიტის ბმული გამოჩნდეს საძიებლების გვერდებზე.
ახალი მოდულების შემუშავება
მოდული გახლავთ გამოყოფილი ბლოკი საიტზე.
იგი იძლევა საიტის შესაძლებლობების გაფართოების საშუალებას. ინფორმაციული მიმართულებიდან გამომდინარე მოდულები შეიძლება იყოს განსხვავებული: საქონლის კატალოგი, გადახდის სისტემები, სტატიების არქივი და ა.შ.
მაგალითად, ისეთი მოდულები როგორიცაა „სტატიები“, „სპეციალური შემოთავაზებები“, განცხადებათა პანელი“, „გამოწერა“ და ა.შ. თქვენ საიტს უფრო ინფორმატიულს გახდის.
ხოლო ინტერაქტიული ფორმის მოდულებით - „ფორუმი“, უკუკავშირის ფორმა“ და ა.შ. თქვენ შეძლებთ მომხმარებლებთან მუდმივი კავშირის დამყარებას.





